fleming-churchill-featured

ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ჩადენილმა სიკეთემ – შეცვალოს სამყარო

ამ ისტორიის ნამდვილობაზე დღემდე კამათობენ, თუმცა, აქ მთავარი, მაინც ის არის, რომ ადამიანებს მტკიცედ გვჯერა, რომ ერთი სიკეთეს – რეზონანსულად ბევრი სიკეთე მოჰყვება.

შოტლანდიელმა ფერმერმა დიდგვაროვანის მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა ჭაობში დახრჩობას. გასაკვირი არ უნდა იყოს, ალბათ, რომ მეორე დღეს მის ფერმასთან გადარჩენილი ბავშვის მამა მივიდა მადლიერების  გამოსახატად . ნებისმიერი  ფრომით სურდა მადლობა ეთქვა შვილის მხსნელისთვის. თანხაც კი შესთავაზა, რაზეც, შოტლანდიელისგან, ცხადია, უარი მიიღო.

მაგრამ, დიდგვაროვანი დანებებას არ აპირებდა. ფერმერის მცირეწლოვანი ვაჟი შენიშნა იქვე და ბავშვის მამას მტკიცედ განუცხადა, რომ მისი შვილის განათლებას მაინც აუცილებლად დააფინანსებდა.

გამოხდა ხანი, შოტლანდიელი ფერმერის ვაჟმა მიიღო სამედიცინო განათლება…და გახდა ის, ვინც  უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა თავისი გამოგონებით. ..( და დღემდე ასეა).

ეს გახლდათ ალექსანდერ ფლემინგი.  პენიცილინის გამომგონებელი და შემქნელი.

ხოლო, ჭაობში დახრჩობას გადარჩენილი პატარა ბიჭი კი – უინსტონ ჩერჩილია.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, უინსტონ ჩერჩილი მოგვიანებით  კიდევ ერთხელ გადაურჩენია მკურნალობით ფლემინგს.

დაზუსტებით ვერავინ ამბობს ამ ამბის ნამდვილობას, თუმცა, სიკეთე რომ უფრო დიდ და მასშტაბურ სიკეთეებს შობს – ამის გვჯერა და თვადაც არაერთხელ გავმხდარვართ, ალბათ, ამის მომსწრე და თანამონაწილე ცხოვრების მანძილზე.

Comments are closed.