ისტორია
♥ #ანიტას_სახელით ♥
ელენე მერმანიშვილი, 4 წლის
დიაგნოზი : ლეიკემია (რეციდივი)
ელენეს ძვლის ტვინის გადანერგვა გაუკეთდა, ახლა ველოდებით შედეგს და ვიმედოვნებთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
თუმცა, ელენეს ფილტვზე სოკო აღმოაჩნდა, იმდენად დიდი, რომ ოპერაციის გაკეთება და ფილტვის დასნებოვნებული ნაწილის ამოკვეთა- ამ ეტაპზე არ გადაწყდა დასნებოვნებული ნაწილის ზედაპირის სიდიდის გამო. ამიტომ, ამ ეტაპზე მედიკამენტურ მკურნალობაზეა.
ამ ყველაფერს წინაღობად უჩნდება ფინანსური საკითხები. დარჩენილი დავალიანება – 44 000 $ კლინიკამ სამ ნაწილად გაჰყო და ყოველ თვეში უნდა შეიტანოს ანგარიშზე ელენეს ოჯახმა. ამ თვეში 16000$ უწევთ.
ერთი გადახდა მაინც რომ ჩავარდეს – კლინიკა ელენეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობას შეუწყვეტს.
⇒ამიტომ, ძალიან გთხოვთ – ვიმოქმედოთ ⇐