ისტორია
♥ #ანიტას_სახელით ♥
ნიკა ღვინჯილია, 32 წლის
დიაგნოზი: დილატაციური კარდიომიოპათია
ნიკას, დღეს, თავის ჯანმრთელობის საფიქრალთან ერთად – დედის, ბებიის,
დის დარდი აქვს.
ის ხომ მათი იმედია. მათი ძალა.
მითუმეტეს, რომ აფხაზეთიდან დევნილობამ ბევრი რამ გამოატარა ამ
ოჯახს ცხოვრების გზაზე.
ნიკას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება და ბელორუსიაში ელოდებიან.
ოჯახის და მეგობრების თავგანწირვამ, ასევე, სრულიად უცხო ადამიანების სიკეთემ
საჭირო 100 000$-იდან უდიდეს ნაწილს მოუყარა თავი და
შესაგროვებლად დარჩენილია 2000$.
ჩვენი მონაწილეობის დროა. ჩვენი აქტიური ჩართულობის.
ნიკამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვყავართ.
⇒ “მოქმედება და მოქმედება, არის, ჩემო თერგო, სიცოცხლის ძალის მიმცემი” ⇐