ისტორია
♥ #ანიტას_სახელით ♥
სალომე კვარაცხელია ,30 წლის
დიაგნოზი: მეოთხე ხარისხის უმძიმესი
ორმხრივი სენსონერვული დაქვეითება
სიცოცხლეს რომ კიდევ ერთი ფერის დამატება მოენდომებინა – ის ახალი ფერი
სალის ფერი იქნებოდა.
ფერადი, ფერადი ადამიანი, ფერადი, ფერადი ოჯახით, შვილებით, სიყვარულით.
ოქროსხელება, პოზიტიური, ადამიანების მოყვარული.
მაგრამ, დაახლოებით ხუთი წლის უკან სალის ბგერებმა „ გაუფერულება“ დაიწყო.
ნელ-ნელა „ჩაქრნენ“ თითქოს.
ახლა კი, ერთადერთი გამოსავალი, იმისთვის, რომ გავაგონოთ სალის
შვილების ხმა – 144000 ლარის ღირებულების ორი კოხლეარული იმპლანტის
ჩადგმაა და ეს თანხა გერმანელი სპეციალისტების საქართველოში
მომდევნო ვიზატმდე გვაქვს თავმოსაყრელი.
⇒დავაბრუნოთ სალის სამყაროში ბგერათა ფერები⇐
⇒დავაბრუნოთ სალის ცხოვრებაში შვილების ხმები⇐