ხელშეკრულება

წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, ააიპ „ანიტას ფონდი“ იღებს ვალდებულებას ააიპ-ის ანგარიშებზე შემოსული თანხების შესაბამისად დახმარება გაუწიოს ფონდის ჯანმრთელობის პრობლემის მქონე  ბენეფიციარებს.

ააიპ-ი ვალდებულია:

  • შეასრულოს მომსახურება კეთილსინდისიერად.

ააიპ-ი უფლებამოსილია:

  • გადაამოწმოს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა.
  • მოითხოვოს ბენეფიციარის მკურნალი ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • სამედიცინო მომსახურებისათვის შეგროვებული თანხა გადარიცხოს იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, რომელიც ემსახურება ფონდის ბენეფიციარს.
  • გამონაკლისის შემთხვევებში, გადარიცხოს სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო თანხა ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
  • საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარს ან მის ოჯახის წევრს დაუფინანსოს სამედიცინო მომსახურების მისაღებად გამგზავრების თანხა.
  • შემოსული თანხების გადარიცხვა მოახდინოს ეტაპობრივად, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე და ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე.
  • თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ფონდის ანგარიშზე შემოსული თანხა ბენეფიციარებზე.

ბენეფიციარი ვალდებულია:

  • დროულად მიაწოდოს ააიპ-ის ყველა ინფორმაცია – უახლეს პერიოდში გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია.
  • წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების ინვოისი/ან პირადი საბანკო ანგარიში, სადაც მოხდება ფონდის მიერ ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხების გადარიცხვა.
  • წარმოადგინოს პირად ანგარიშზე გამონაკლისის წესით ჩარიცხული თანხების მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ბენეფიციარი უფლებამოსილია:

  • სურვილისამებრ სთხოვოს ფონდს ხელშეკრულების შეწყვეტა.

                 მხარეთა პასუხისმგებლობების განაწილება

  • წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
  • მომსახურებასთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაუშვებელია ფონდის ბენეფიციარისთვის წინასწარ განსაზღვრული მიზნის გამო (მაგალითად: ოპერაცია, მკურნალობა, თერაპია და ა.აშ.) შეგროვილი თანხები მოხმარდეს სხვა მიზნებს. როდესაც აღარ არსებობს ხელშეკრულების დადების დროს არსებული, წინასწარგანსაზღვრული მიზანი, რისთვისაც ბენეფიციარმა მომართა ფონდს (მაგალითად: დაფინანსდა სხვა წყაროდან, ბენეფიციარი გარდაიცვალა…) ფონდი აღნიშნულ თანხას აღარ გადასცემს ბენეფიციარს და განკარგავს თავისი შეხედულებისამებრ, სხვა ბენეფიციარების დასახმარებლად. ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარს ან მის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ შემოსული თანხების გადარიცხვა პირადი ან სხვა მიზნებისათვის.

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომმართველის მიერ ფონდის საიტზე ელექტრონული მოთხოვნის შევსების დროს წესებსა და პირობებზე თანხმობის განცხადებისა და ფონდის მიერ განაცხადის ოფიციალურად მიღება-დადასტურების შემდეგ.

ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, თუ:

  • ააიპ-ი წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად თანხას გადარიცხავს სამედიცინო დაწესებულებაში და ამოწურავს საკუთარ რესურსს კონკრეტულ ბენეფიციართან დაკავშირებით;
  • გამოჩნდება დაფინანსების სხვა წყაროები და ბენეფიციარი აღარ საჭიროებს ააიპ-ის ფინანსურ დახმარებას;
  • მეორე მხარე უხეშად ან არაერთგზის არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
  • ბენეფიციარის ან მისი ოჯახის მხრიდან დაფიქსირდა არაკეთილსინდისიერი საქციელი: ააიპ-ის ადმინისტრაციის მიმართ შეურაცხყოფა, ბრალდებები, მუქარა ააიპ-ის რომელიმე წევრის მიმართ, ააიპ-ის წესებისა და ხელშეკრულების დარღვევა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, საქმინობისთვის ხელის შეშლა, ცრუ ინფორმაციების გავრცელება ფონდის საქმიანობაზე ან ფონდის ადმინისტრაციის რომელიმე წევრზე, ფონდის მიერ წარდგენილ ან გავრცელებულ განაცხადებთან ნებისმიერი სხვა საბანკო ანგარიშის მითითება კომენტარებში, რაც გამოიწვევს საზოგადოების დაბნეულობას და ა.შ.

ხელშეკრულების შეწყვეტა ვადამდე შესაძლებელია მხარეთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.