1. ზოგადი დებულებები
    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ საიტზე. თქვენს მიერ anitasfund.ge ვებ-გვერდზე შესვლა და ამ ვებ-გვერდზე მიღებული ინფორმაციის, ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ ამ მოხმარების წესებით დადგენილი პირობები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით დადგენილ მოხმარების წესებს გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა. Anitasfund.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს, ან შეცვალოს მომხმარებლის წესები, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ვებ-გვერდზე განთავსებულ  მოხმარების წესების მიმდინარე ვერსიას ვებ-გვერდზე მუშაობის ყოველი შემთხვევისას.


    2. შეზღუდვები ვებ-გვერდის გამოყენებაზე
    წინამდებარე ვებ გვერდი არის მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის და იკრძალება მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენება . მომხმარელებლს ეკრძალება ვებ-გვერდის დეკომპელირება, დაშლა, გაქირავება, გაყიდვა, ლიცენზირება ან ნებისმიერი სხვა სახის გადაცემა. ასევე მომხმარებელს ეკრძალება ქსელების მონიტორინგი ან პროგრამების გამოყენება რაც მას შესაძლებლობას მიცემს მიიღოს და გამოიყენოს სხვა მომხმარებლების შესახებ მონაცემები.
    მომხმარებელს ეკრძალება ამ ვებ გვერდის მეშვეობით მცდარი, უკანონო ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მესამე მხარისადმი.მომხმარებელს ეკრძალება კომერციული მიზნებისთვის ამ ვებ გვერდის ტექსტის ან სხვა შინაარსის კოპირება, მოდიფიცირება, რეპროდუქცია, გამოცემა, დისტრიბუცია, ჩვენება ან მესამე პირებისადმი გადაცემა.იკრძალება ამ ვებ გვერდის ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენება.
    ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Anitasfund.ge არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი, ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების, ან შეფერხებების გარეშე.



    3. თანხის გადარიცხვის  პირობები
    დონაციის მსურველს შეუძლია anitasfund.ge ვებგვერდზე ქველმოქმედების მიზნით სასურველი თანხა გადარიცხოს საგადახდო ბარათის გამოყენებით. ბარათების მეშვეობით სასურველი თანხის გადასარიცხად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული (VISA და MASTERCARD) სისტემების საგადახდო ბარათები.

    4. სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები (links)Z
    მაშინ, როდესაც anitasfund.ge გთავაზობთ ბმულებს სხვა ვებგვერდებიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ anitasfund.ge რეკომენდაციას უწევს ამ ვებგვერდებს, ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენი რისკით და anitasfund.ge არ იღებს არანაირ ვალდებულებას, ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისეთ ვებგვერდზე გადასვლას, რომელიც ჩვენ კონტროლს არ ექვემდებარება, ჩვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენს მიერ ასეთი საიტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საიტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან, ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი, ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს, ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ, ასევე, არ გაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან, ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას ინტერნეტში არსებული დოკუმენტების ნამდვილობაზე. ჩვენ არ შეგვიმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა, ან სისრულე. გარდა ამისა, ამ მესამე პირების ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა, ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.


    5. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
    ეს ვებ-გვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში.
    ეს ვებ-გვერდი არ ეხება და არ არის გამიზნული გასავრცელებლად ან გამოსაყენებლად ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი იურისდიქციის ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც ამ ვებ-გვერდის გამოქვეყნება, ხელმისაწვდომობა, ასეთი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან წესებს. თუ თქვენ განიზრახავთ ინფორმაციის მიღებას ამ ვებ-გვერდიდან, თქვენვე იქნებით პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი ადგილობრივი, საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე და ასეთ იურისდიქციის ტერიტორიებზე თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდით სარგებლობა იქნება მხოლოდ თქვენი რისკი. თქვენი კონკრეტული გარემოებების შესაბამისი სახელმძღვანელო რჩევების მისაღებად დაუკავშირდით თქვენს იურიდიულ მრჩეველს.


    6. ფორს-მაჟორი
    შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ისეთი ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რომლის დროსაც მხარეთათვის მათი შესრულება შეუძლებელი ხდება. ფორსმაჟორში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა,წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი), ეპიდემია. აღნიშნულის შესახებ. შეთანხმებით გათვალისწინებულივალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის მიხედვით. ამ დროს მხარე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება მხოლოდ ფორსმაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში. ეს ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.